ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ლ. ბაკურში" ხანძარია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ხანძარი სასტუმროს სხვენში გაჩნდა, ამ წუთებში კი ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.