14 აგვისტო 2026,   04:00
ვრცლად
თბილისში შუახნის მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე გამთენიისას შუახნის მამაკაცი დაჭრეს.

როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

დღის ამბები