27 დეკემბერი 2024,   12:02
ვრცლად
"ქართული ოცნება" 59.3%, "ნაციონალური მოძრაობა" 13.1% - GORBI კვლევას აქვეყნებს

GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" - 59.3%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" /"სტრატეგია აღმაშენებელი" - 13.1%

კოალიცია "ლელო"/"ანა დოლიძე - ხალხისთვის"/"თავისუფლების მოედანი" - 5.8%

კოალიცია "ახალი"/"გირჩი - მეტი თავისუფლება"/"დროა" - 5.5%

"საქართველოსთვის" - 4.8%

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა" და "ალტ ინფოს" კოალიცია - 3%

"ევროპული საქართველო" - 2.2%

"ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" -  2.1%

სხვა - 4.2%

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს "ქართული ოცნება", ოპოზიციური პარტიები კი ერთად 43 მანდატს. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი - 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.

დღის ამბები