05 ოქტომბერი 2024,   11:24
ვრცლად
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინას სრული უფლება აქვს ბრიტანული შორი მანძილის იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

უკრაინას სრული უფლება აქვს ბრიტანული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

თუმცა, Reuters-ის ინფორმაციით, შეზღუდვები შორი მანძილის რაკეტების Storm Shadow-ს გამოყენებაში მაინც იქნება.

ბოლო ორ კვირაში, უკრაინამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მასშტაბური თავდასხმა განახორციელა რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინას "სრული უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ" და "ეს არ გამორიცხავს ოპერაციების ჩატარებას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე".

"აღჭურვილობის გადაცემისას ჩვენ ვაცხადებთ, რომ ის უნდა იქნას გამოყენებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად," - განაცხადა სპიკერმა.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღრმად შეაღწიეს რუსეთის ტერიტორიაზე და 10 დღის მანძილზე წამყვან პოზიციებს ინარჩუნებენ.

დღის ამბები