მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პანდუსების საშუალებით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გადასვლა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის, საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულებულია. გარდა ამისა, დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები.
პროექტის ფარგლებში, ადგილზე ტროტუარი და გარე განათების ქსელი მოეწყობა, დამონტაჟდება LED ლამპიონები და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
პანდუსის მოწყობის სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.