ჯანდაცვის მინისტრი ტვინინგის პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა. განიხილეს ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ საქართველო, პროგრამის ფარგლებში სლოვაკეთთან ნაყოფიერად თანამშრომლობს.
საუბარი შეეხეო, ბოლო წლების განმავლობაში, შრომის ინსპექციაში გატარებულ რეფორმებსა და წარმატებულ შედეგებს. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, იგეგმება უწყების ეფექტიანობის გაზრდა, საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით.