18 სექტემბერი 2024,   07:48
ვრცლად
საფრანგეთის სასამართლომ ტელეგრამის დამფუძნებელს, პაველ დუროვს წინასწარი პატიმრობის ვადა 48 საათით გაუხანგრძლივა

საფრანგეთში სასამართლომ ტელეგრამის დამფუძნებელს, პაველ დუროვს წინასწარი პატიმრობის ვადა 48 საათით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

ტელეგრამის დამფუძნებელი 2 დღის წინ პარიზის აეროპორტში დააკავეს. გამოძიება ტელეგრამის საშუალებით დაგეგმილ და მომხდარ კრიმინალურ დანაშაულებს, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ბავშვებზე ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერმა ვერ შეძლო უსაფრთხოების დაცვა, რომ მისი პლატფორმა დანაშაულისთვის არ გამოეყენებინათ.

დღის ამბები