21 დეკემბერი 2024,   20:12
ვრცლად
“ხაზარაძემ ითხოვა დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, ეს არის რის გამოც გადაიდო, ჩემი მხრიდან არა” - გიორგი გახარია

ჩვენი მხარიდან პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა დრო, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ინიციატივისთვის.

"მადლობა ხაზარაძეს, როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. მე არ მინდა ახლა ბევრ დეტალებზე ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, იმიტომ რომ მას, როგორც ჩანს, შესათანხმებელი აქვს პოზიციები როგორც ხდება ხოლმე. ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს გადაიდო, თორემ ჩემი მხრიდან... კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ძლიერი საქართველო" სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე კი, ერთმანეთს მამუკა ხაზაძე და გიორგი გახარია შეხვდნენ. 

დღის ამბები