13 ოქტომბერი 2024,   03:06
ვრცლად
დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებულ რაიან რუთს, ციხეში 15 წლის გატარება მოუწევს

დონალდ ტრამზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებულ რაიან რუთს ციხეში 15 წლის გატარება მოუწევს. დონალდ ტრამპს მსროლელი მთელი 12 საათის განმავლობაში ელოდებოდა, როდესაც კალაშნიკოვით ხელში სპეც აგენტმა შენიშნა. გოლფ კლუბთან მიმალული რაიან რაუთის აყვანის სპეცოპერაციის კადრები პოლიციამ გამოაქვეყნა და თქვა, რომ ეჭვმიტანილმა მანქანა პოლიციის მოწოდებისთანავე გააჩერა და ზედმეტი კითხვებიც არ დაუსვამს. იარაღთან და ნაძარცვ პროდუქციასთან დაკავშირებით მას სამართალდამცველებთან პრობლემები გასულ წლებშიც ჰონდა, თუმცა ამჯერად საქმე სერიოზულადაა, რადგან ბრალი სავარაუდოდ უფრო მეტად დამძიმდება.

აღმოჩნდა, რომ მსროლელი ტრამპს უკრაინასთან მიმართებით არსებული ხედვების გამო ხშირად აკრიტიკებდა. ამერიკულ მედიაში ამ ინფორმაციის აქტუალობის საპასუხოდ კიევმა მალევე დააკონკრეტა, რომ ეჭვმიტანილს უკრაინის სამთავრობო უწყებებთან კავშირი არ აქვს და რომ მომხდარს გმობს. თავად ტრამპს მსროლელზე ბევრი არ უსაუბრია, მხოლოდ ის თქვა, რომ ის საშიში კაცია და იმედია ციხეში დიდი ხნით დარჩება. ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ გოლფის დაუსრულებელ თამაშზე წყდება გული.

მომხდარი დაგმო და ტრამპს პირადად ტელეფონით ესაუბრა მისი ყოფილი მეტოქე და მოქმედი პრეზიდენტი. ჯო ბაიდენი თვლის, რომ დღეს საიდუმლო სამსახურებს მეტი დახმარება სჭირდებათ და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ კონგრესიც შეამზადა. ტრამპის ადმინისტრაციამ ორი პრეზიდენტის საუბარი მეგობრულად შეაფასა, რომლის ბოლოსაც ბაიდენმა ტრამპისგან მადლობაც კი მიიღო.

ტრამპზე თავდასხმის ჭეშმარიტ მიზეზებს გამოძიება ადგენს, დეტალების გასარკვევად შესაბამისი უწყებები ჰავაიში დამნაშავის საცხოვრებელ სახლშიც ჩავიდნენ. ინციდენტს კი წინ ტრამპზე 2 თვის წინანდელი თავდასხმა უძღოდა, რა დროსაც პენსილვანიელ ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ახალგაზრდა მსროლელმა ობიექტის დაჭრა შეძლო. ამჯერად საიდუმლო სამსახურებმა კარგად იმუშავეს, რაც გამკაცრებულ ნორმებს უკავშირდება, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა დააწესა.

 

დღის ამბები