21 დეკემბერი 2024,   20:57
ვრცლად
ვარსკვლავთცვენა მიხეილ მესხის არენაზე - 21 სექტემბერს, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები თბილისში ითამაშებენ

ვარსკვლავთცვენა მიხეილ მესხის არენაზე - 21 სექტემბერს, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები თბილისში ითამაშებენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, ქართული ფეხბურთის ლეგენდები, მილანის ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. მათ შორის მსოფლიო ჩემპიონები და ოქროს ბურთის მფლობელები იქნებიან.

კაკა, დიდა, კაფუ, რივალდო, კლარენს ზეედორფი - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ამ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ქართული ფეხბურთის ლეგენდები, ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, კახა კალაძე, ძმები არველაძეები და სხვა ვარსკვლავები დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება.

ლეგენდების მატჩი საქართველოში უკვე მეორედ იმართება. პირველად აპრილში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, მილანის "ინტერის" ვარსკვლავებს დაუპირისპირდნენ. ლეგენდების სერია მომავალშიც გაგრძელდება.

ლეგენდების მატჩი შაბათს, 21 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრა 19 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ონლაინ პლატფორმა - ტიკეტ ჯიზეა შესაძლებელი.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი. 

დღის ამბები