18 სექტემბერი 2024,   07:42
ვრცლად
ხანძარი ბრაზილიაში - მეხანძრეები ცეცხლის 300 კერას ებრძვიან

ბრაზილიაში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია ორი ადამიანი. სტიქიის შედეგად სან-პაულუს შტატში 30 ქალაქი დაზარალდა. მეხანძრეები ცეცხლის 300 კერას ებრძვიან.

ძლიერი ქარის გამო, შესაძლოა, ხანძარი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე გავრცელდეს.

დახურულია სკოლები, შეფერხებით მუშაობს ტრანსპორტი. მთავრობამ შტატის 45 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაკავებულია ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი ორი პირი.

დღის ამბები