14 სექტემბერი 2024,   07:20
ვრცლად
რომში ანტიმაფიოზური ორგანიზაციის აქტივისტის სახლთან შავი კუბო დატოვეს - მომხდარში მაფიოზური კლანია ბრალდებული

იტალიის პოლიციის ინფორმაციით, რომში ანტიმაფიოზური ორგანიზაციის აქტივისტის სახლთან, შავი კუბო დატოვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, მომხდარში კაზამონიკას კრიმინალური ოჯახია ბრალდებული, რომლებიც მაფიოზურ კლანს წარმოადგენენ. ისინი რომში და მის შემოგარენში მოქმედებენ.

აქტივისტი ტიციანა რონციო ანტი-მაფიური ჯგუფის Toripiubella-ს პრეზიდენტია, რომლის სახელწოდება Tor Bella Monaca-ს ტერიტორიის სახელიდან მოდის, სადაც კაზამონიკას ოჯახის მთავარი ვილები მდებარეობდა, სანამ ისინი ქალაქის ხელმძღვანელობამ 2018 და 2019 წლებში არ დაანგრია.

დანგრევის დროს, პოლიციამ სახლებში ძვირფასი დეკორაციები, მოოქროვილი ჭერები და ქანდაკებები აღმოაჩინა. ამასთან, სახლებიდან რამდენიმე ტონა ნარკოტიკი, კერძოდ ჰეროინი და კოკაინი ამოიღეს.

დღის ამბები