22 დეკემბერი 2024,   10:02
ვრცლად
სიღარიბის შემცირებული მაჩვენებელი - 12 წლიანი გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

პრემიერ-მინისტრი საქართველოში სიღარიბის განულების მიზნით აქცენტს, სამთავრობო გუნდის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე აკეთებს. ირაკლი კობახიძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი წლიდან წლამდე მცირდება. "გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზის” მიერ გასაჯაროებული შედეგების მიხედვით, 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ირკვევა, რომ საქართველოსთან ერთად მიმდინარე წელს სიღარიბის დონეს ყველაზე მეტი პუნქტით, ჩინეთი, ფილიპინები, ინდონეზია და გაიანა ამცირებს.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ახალ ისტორიულ შედეგებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ 2024 წელს სიღარიბის საერთაშორისო დონე საქართველოში თითქმის 3 პროცენტს უთანაბრდება. მაჩვენებლები 2012 წელთან შედარებით სამჯერ ნაკლებია.

მსოფლიო ბანკის მონაცემების გათვალისწინებით, სიღარიბის უფრო მეტად შემცირებას პროგნოზირებენ ეკონომიკის ექსპერტები. ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება, მათ შორის საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური პოლიტიკაა.

ექსპერტების პროგნოზით, 2026 წლისთვის საქართველოში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარი 2023 წელთან 37%-ით მცირე, 2012 წელთან შედარებით კი 5-ჯერ ნაკლები იქნება.

დღის ამბები