21 დეკემბერი 2024,   18:54
ვრცლად
პარიზის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მონაწილეები, პრეზიდენტმა ორდენებით დააჯილდოვა

პარიზის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მონაწილეები, პრეზიდენტმა ორდენებით დააჯილდოვა. ცერემონია ათონელის რეზიდენციასთან გაიმართა.

ბრინჯაოს მედალოსნები, პარიზის თამაშების მონაწილეები, ექიმები, მწვრთნელები და კომიტეტების წარმომადგენლები ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების, ვერცხლის პრიზიორებს კი  ბრწყინვალების ორდენები გადაეცათ.

ნინო სალუქვაძე და ირმა ხეცურიანი კი სალომე ზურაბიშვილმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ კი ათონელის რეზიდენციასთან ლელა წურწუმიას და ბენდის კონცერტი გაიმართა. ოლიმპიური ჩემპიონებისთვის სახელმწიფო ჯილდოების და ფულადი პრიზების გადაცემის ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის.

ოლიმპიურ ჩემპიონებისთვის მილიონი ლარი დაწესდა, ვერცხლის მედალოსნებისთვის – ნახევარი მილიონი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარი გადაეცემათ. ასევე ანალოგიურ საპრიზო თანხას მიიღებენ, პარალიმპიელებიც. პრიზების გარეშე არც ის სპორტსმენები დარჩნენ, რომლებმაც პარიზში მედლები ვერ მოიპოვეს.

დღის ამბები