18 სექტემბერი 2024,   08:51
ვრცლად
მასწავლებლის ეროვნული პრემია 2024 - ოპერისა და ბალეტის თეატრში პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მასწავლებლის ეროვნული პრემია 2024 - ოპერისა და ბალეტის თეატრში პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი 10 მასწავლებელს გადაეცა.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება, 2024 წლის აპრილში დაიწყო და ივლისში დასრულდა. კონკურსში კი მთელი საქართველოს მასშტაბით 2000-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას.

სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ სამკერდე ნიშანთან ერთად, მასწავლებლებს 10 ათას ლარიანი პრემიებიც გადაეცათ.

არიან 2024 წლის საუკეთესო პედაგოგების შეფასების კრიტერიუმები იყო საგაკვეთილო პროცესში ინოვაციური მიდგომები, ასევე შემოქმედებითი გაკვეთილები და რა სახის გაკვეთილებს ატარებდნენ იმისთვის, რომ არაფორმალური განათლება ჩაერთოთ საგაკვეთილო პროცესში.

დღის ამბები