14 სექტემბერი 2024,   07:12
ვრცლად
პარიზის ციხეში მყოფი პაველ დუროვი და მარკ ცუკერბერგის განცხადება ზეწოლაზე - უმსხვილესი ონლაინ პლატფორმების დამფუძნებლები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მარკ ცუკერბერგი თეთრი სახლისგან მიღებულ ზეწოლაზე ალაპარაკდა. უმსხვილესი ონლაინ-პლატფორმის, "მეტას" დამფუძნებელმა 2 ეპიზოდი გაიხსენა, რაც მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან კომპანიის საქმიანობაში არასწორ ჩარევას წარმოადგენდა, მისი მხრიდან კი არასწორი ამაზე დუმილი იყო. უკვე დღეს, სოციალური ქსელების ნოვატორი ამბობს, რომ კომპრომისები აღარ იქნება და ზეწოლის საპასუხოდ სტანდარტებს აღარ შეცვლის.

სწორედ ამ ფაქტების გამოა, რომ "მეტას" შემოქმედი აღარ აპირებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რაიმე სახის კონტრიბუცია განახორციელოს, რადგან წინა არჩევნებმა შთაბეჭდილება დატოვა, რომ "მეტამ" სხვისი თამაში ითამაშა. თეთრი სახლი საკითხს ჯერ არ გამოხმაურებია.

პარალელურად, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში საფრანგეთის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაა, რომელიც "ტელეგრამს" და მის დამფუძნებელს ეხება. პაველ დუროვი "ეფესბეს" ზეწოლის გამო რუსეთიდან გამოქცეული, შემდგომ კი დოჰაში დაბინავებული 4 ქვეყნის მოქალაქეა, მათ შორის საფრანგეთისაც. პაველ დუროვი შაბათს საფრანგეთში დააკავეს. საქმე არა ფიზიკურ დანაშაულს, არამედ "ტელეგრამით" განხორციელებული კიბერდანაშაულის მიმართ გულგრილობასა და უმოქმედობას ეხება. პოტენციური ბრალდებებია: ფულის გათეთრება, ბავშვთა პორნოგრაფია, ნარკოტრაფიკი, უცხო ქვეყნისთვის ინფორმაციის მიწოდება. კრიმინალური კონტენტის არასაკმარისი რედაქტირების გამო, დუროვი 20 წლით თავისუფლების აღკვეთის კანდიდატია.

პაველ დუროვი ის პირია, რომლის მიმართაც ინტერესი მოსკოვის გარდა, სხვა დედაქალაქების სპეცსამსახურებს ჰქონდათ. სამიზნე "ტელეგრამის" მომხმარებლების პერსონალური მონაცემებია.

რა ბრალდებით დააკავებენ და დააკავებენ თუ არა დუროვს, ამის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. მას სოლიდარობა უკვე გამოუცხადა ილონ მასკმა.

დღის ამბები