14 სექტემბერი 2024,   07:17
ვრცლად
თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი დევნილებისთვის - რამდენიმე თვეში ქუთაისში ბინას 1040 ოჯახი მიიღებს

ქუთაისში ბინას 1040 დევნილი ოჯახი რამდენიმე თვეში მიიღებს. ნიკეას ქუჩაზე სამი 12 სართულიანი კორპუსი შენდება. ოჯახები, რომლებსაც გარემონტებული ფართები უკვე გადაეცათ, ამბობენ, რომ ახალი ბინები დევნილების საცხოვრებელ პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე პროექტის ღირებულება 77 მილიონ ლარს აღემატება, თუმცა ეს ერთადერთი მისამართი არ არის, სადაც დევნილებს ბინებს გადასცემენ. თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსები 320 ოჯახისთვის შენდება შერვაშიძის ქუჩაზეც.

1700 დევნილი ოჯახისთვის 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება ზუგდიდშიც. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება.

დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ახალი კორპუსების მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს. იძულებით გადაადგილებული პირები ბინებს- თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში მიიღებენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსახლების მასშტაბური პროგრამა, 2023 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.

 

 

დღის ამბები