14 სექტემბერი 2024,   07:17
ვრცლად
ცნობილია რა გახდა ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის დაშორების მიზეზი

მომღერალ ჯენიფერ ლოპესის და მსახიობ ბენ აფლეკის დაშორების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი - ჟურნალ People-ის ახალ გამოცემაში ნათქვამია, რომ ვარსკვლავური წყვილი “დისტანციის” გამო დაშორდა. ინფორმაციას daylimail-ი ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც 2021 წელს წყვილმა ურთიერთობა განაახლა, სამსახურის გამო ჯენიფერ ლოპესი მუდმივად მოგზაურობდა.

დაქორწინების შემდეგ, “გრემის” პრემიის ლაურეატმა ვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესმა 8 ფილმში ითამაშა. ის ამავდროულად ფილმების პროდიუსერიც იყო და მათთვის მუსიკასაც თვითონ წერდა.

გარდა ამისა, ლოპესმა მონაწილეობა მიიღო Coach-ის სარეკლამო კამპანიაში, ავითარებდა თავის JLO Beauty ხაზს, გამოუშვა Delola და შექმნა ახალი მუსიკა.

შემდეგ იყო მოდის ჩვენებები პარიზში, Met Gala-ს ღონისძიებები, მოგზაურობა დუბაიში და თანამშრომლობა კომპანიებთან, როგორიცაა Revolve.

დღის ამბები