14 სექტემბერი 2024,   07:13
ვრცლად
ქალმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ორსულად იყო, მოგზაურობისას კარავში იმშობიარა - წონაში მომატებას ის კვებას აბრალებდა

38 წლის ბრიტანელმა ქალმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ორსულად იყო, მოგზაურობის დროს გოგონა გააჩინა. ქალმა კუნძულ ჰეილინგზე იმშობიარა, სადაც ოჯახთან ერთად, კარვებით სამოგზაუროდ იყო წასული.

ზოი დოილი ირწმუნება, რომ 9 თვის განმავლობაში ორსულობის არანაირი სიმპტომი არ ჰქონია და მენსტრუაციაც რეგულარულად ჰქონდა, ხოლო წონაში მომატებას კვებას აბრალებდა, რის გამოც საღამოს საათებში საკვების მიღება შეზღუდა.

მოგზაურობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ქალი, რომელიც კუნძულზე ქმართან და 2 შვილთან ერთად იმყოფებოდა, მუცლის ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა, რაც ცუდ საკვებს დააბრალა. როდესაც ტკივილები გაუარესდა და მის საავადმყოფოში გადაყვანაზე დაიწეს ფიქრი, ცოტა ხანში, ბავშვიც დაიბადა. ზოის მშობიარობაში ქმარი დაეხმარა.

38 წლის ქალმა მშვიდობიანად იმშობიარა და გააჩინა ჯანმრთელი გოგონა, რომელსაც მისი დაბადების ადგილის პატივსაცემად, ჰეილი დაარქვეს.

წყარო: dailymail

დღის ამბები