14 სექტემბერი 2024,   07:22
ვრცლად
მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც რამდენიმე თვე იძებნებოდა, პოლიციამ სხვენიდან ჩამოვარდნისას დააკავა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ტენესის შტატში, პირველი ხარისხის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციას რამენიმე თვის განმავლობაში ემალებოდა, დააკავეს.

abcnews-ის ინფორმაცით, ის სახლის სხვენში იმალებოდა. ეჭვმიტანილი პოლიციამ მას შემდეგ იპოვა, რაც ის სხვენი ჩაინგრა და ძებნილი ჩავარდა.

20 წლის დეარიო ვილკერსონი 9 აპრილიდან იძებნებოდა. მას ბრალად პირველი ხარისხის მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის გაუფრთხილებლად გამოყენება ედება ბრალად, რამაც ადამიანის სიცოხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილი ტროი კანინგჰემია ის საკუთარ ბინაში 2 აპრილს იპოვეს.

დღის ამბები