21 დეკემბერი 2024,   19:45
ვრცლად
სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა დასრულდა. სასულიერო პირების განცხადებით, განხილვის თემა იყო ხელისუფლების შეთავაზება - როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო გამყარდეს საქართველოს კონსტიტუციით. თითქმის 4 საათიან კონსულტაციას მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქოს იურისტები და კონსტიტუციონალისტები ესწრებოდნენ.

"სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას. მღვდელმთავრების უმრავლესობა თანხმდება რომ ეს მისაღებია. დანარჩენი ფორმულირება საბოლოო სახით როგორი იქნება ჯერ არ ვიცით.

მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზეა საუბარი. სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ იქნება ეკლესიის თანხმობის გარეშე,"- აცხადებს დეკანოზი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე.

დღის ამბები