14 აგვისტო 2026,   05:57
ვრცლად
უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობა გრძელდება

უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობა გრძელდება. უკვე ამოღებულია მიწა, ახლა ამუშავებენ გრუნტს. ხიმინჯები ეწყობა ფერდის გასამაგრებლად.

გვირაბი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, შეუერთდება შავიშვილის ქუჩას, რომელიც ქავთარაძესთან არის დაკავშირებული. აქ ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. პროექტი იანვარში დასრულდება.

"ძალიან მალე დაიწყება გვირაბის მოწყობილი სამუშოები. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება ადგილობრივ მაცხოვრებელთან. კონკრეტული სახლთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა ამ გზასთან მიმართებით მოლაპარაკება მიღწეულია, ხელშეკრულება გაფორმებულია და მოხდება გამოსყიდვა. იანვარში სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები