05 ოქტომბერი 2024,   13:22
ვრცლად
პოსტსაბჭოთა არქიტექტურა და თანამედროვე მხატვრობის კომბინაცია - თბილისის მურალ ფესტი წელს უკვე მეექვსედ იმართება

პოსტსაბჭოთა არქიტექტურა და თანამედროვე მხატვრობის კომბინაცია - თბილისის მურალ ფესტი წელს უკვე მეექვსედ იმართება.

ბათუმი, ქუთაისი, გორი, გურჯაანი, ფესტივალს წელს მასპინძელიც ბევრი ჰყავდა. ღონისძიების ფარგლებში ნახატებზე ქართველი და უცხოელი მხატვრები მუშაობენ.

შემოდგომის დადგომასთან ერთად, დედაქალაქის ქუჩებში ახლადმოხატული კორპუსები გამოჩნდა. ძველი, ნაცრისფერი საცხოვრებელი სახლები უზარმაზარ ფერად მურალებად გადაიქცა. პოსტსაბჭოთა არქიტექტურა და თანამედროვე მხატვრობის კომბინაცია, სულ უფრო პოპულარული ხდება.

"ჩემთან ახლოს" - ასე ჰქვია ნახატს, რომელიც თბილისი მურალ ფესტივალის ფარგლებში ვარკეთილში დაიდებს ბინას. მხატვარი სპეციალურად ფესტივალისთვის ჩილედან საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა და ახალ მასშტაბურ ნამუშევარზე მუშაობა დაიწყო. თავისუფლი იყო კონცეფციის არჩევაშიც, მან თემად სიყვარული აირჩია და ნამუშევარი ქართველ ხალხს მიუძღვნა.

რიგით მე-6 "მურალ ფესტის" ფარგლებში ვარკეთილში კიდევ ერთი მუქი არქიტექტურის მქონე კორპუსი გაფერადდება. მხატვრები ამჯერად თავისუფლების გარშემო გაერთიანდნენ და ნახატის სახელწოდებაც რეალობას მოარგეს - "ყველაფერი კარგი თავისუფლებით იწეყბა".

ფესტივალი, რომელიც ბერლინისა და თბილსის მერიის მხარდაჭრით შეიქმნა, წელს უკვე მეორედ, ნამუშევრებზე 3D პროექციის წარმოდგენას გეგმავს. მხატვრები ნამუშევარს განათებისა და მუსიკის საშუალებით გააცოცხლებენ.

"მურალ ფესტივალი" ოქტომბერში დასრულდება, მანამდე კი დედაქალაქის ქუჩებში ახალი მურალები ყოველდღიურად გამოჩნდება.

დღის ამბები