05 ოქტომბერი 2024,   13:26
ვრცლად
რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება - ამ წუთებში კონცერტი ბოლნისში იმართება

რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. ამ წუთებში, ბოლნისში "რეზო და ბავშვების“, რომა რცხილაძისა და მარიამ მამისმედიშვილის მონაწილეობით მორიგი შეკრება მიმდინარეობს.

მუსიკოსები მმართველ გუნდს ღია მხარდაჭერას უცხადებენ. შემსრულებლები მსმენელებს მუსიკალურ ნომრებს შორის შესაბამისი გზავნილებითაც მიმართავენ.

მხარდამჭერი ღონისძიება, პარალელურად, კასპშიც მიმდინარეობს. აქ სტუმრებს "გუფი ლენდი“, „ბანი“, ელენე ფოჩხუა და გიორგი კელაპტრიშვილი მიმართავენ.

დღის ამბები