06 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ომი ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა. შეტევა მაშინ მოხდა, როცა ადგილობრივები ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში პურის რიგში იდგნენ.

ისრაელში კი საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ჰამასმა 6 ისრაელელი მძევალი მოკლა.

აქციის მონაწილეები ნეთანიაჰუსგან მოითხოვენ ეფექტიან პოლიტიკას მძევლების ცოცხლად დასაბრუნებლად. პრემიერი კი აცხადებს, რომ ის ჰამასს არ დაუთმობს. უკან დახევას არც ჰამასი გეგმავს. ტერორისტული ორგანიზაცია ისევ იმუქრება, რომ თუ შეთანხმება ისევ ჩაიშლება, მძევლებს დახოცავს.

"რა შეიცვალა ბოლო ხუთი დღის განმავლობაში? მხოლოდ ერთი რამ. ამ მკვლელებმა სიკვდილით დასაჯეს ჩვენი ექვსი მძევალი. მათ ისინი დახვრიტეს. ახლა კი ამის შემდეგ გვთხოვენ სერიოზულობას. ჩვენ გვთხოვენ დათმობებზე წასვლას? ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, ისინი ყოველთვის კლავდნენ ამ ხალხს და ახლა ჩვენ გვჭირდება, მათზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ," - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

დღის ამბები