განათლების მინისტრის ინიციატივით, წელს პროფესიული განათლება საჯარო სკოლებში შედის. უწყება პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პირველად სთავაზობს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
პროექტი ქვეყნის მასშტაბით საპილოტედ შერჩეულ 20 საჯარო სკოლაში განხორციელდება.