05 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა დღეს ღამით ნაწილობრივ შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა 00:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

"ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს. სამონტაჟო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში. გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს“ , - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

დღის ამბები