05 ოქტომბერი 2024,   13:27
ვრცლად
პოლტავაზე თავდასხმის შედეგად, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - დღის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა იერიში უკრაინის 6 რეგიონზე მიიტანეს

47 დაღუპული და 200-ზე მეტი დაშავებული - ასეთია რუსეთის სარაკეტო იერიში შედეგები ქალაქ პოლტავაში, სადაც ნანგრევების ქვეშ მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ. რუსეთის სამხედრო ძალებმა ქალაქის ერთ-ერთ ინსტიტუტზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.

პოლტავა დღეს რუსი სამხედროების ერთადერთი სამიზნე არ იყო. ოკუპანტებმა იერიში უკრაინის 6 რეგიონზე მიიტანეს. ხერსონი, დონეცკი, კიევი, ხარკოვი და ზაპოროჟიე. კიევის ოლქის გარდა, თავდასხმებს ყველგან მსხვერპლი მოყვა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, არიან დაშავებულები.

რუსეთის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქის კიდევ ერთი დასახლება დაიკავეს. ვლადიმერ პუტინმა, კურსკის მიმართულებით, უკრაინის სამხედრო აქტივობებზე ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კიევის გეგმა, რომ კურსკში შესვლით მოსკოვი დონეცკის დასახლებებს ვერ დაიკავებდა, ჩავარდა.

პარალელურად, რუსეთის ქალაქებზე იერიშებს განაგრძობს უკრაინა. უკრაინელი სამხედროები უტევენ ბელგოროდს. სამხედრო მოქმედებების გამო, ქალაქში საბავშვო ბაღები დახურეს.

 

დღის ამბები