16 სექტემბერი 2024,   01:23
ვრცლად
დანიაში პოლიციამ ცნობილი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი დააკავა

დანიის პოლიციამ, კოპენჰაგენში, ღაზას სექტორში ომისა და ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე აქტივისტი გრეტა ტუნბერგი დააკავა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

დანიური მედიის ინფორმაციით, გრეტა ტუნბერგი პოლიციამ მოგვიანებით გაათავისუფლა. მედიამ გაავრცელა კადრები, სადაც აქტივისტი პოლიციის განყოფილებას ტოვებს.

პოლიციის განცხადებით, კოპენჰაგენის უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე 6 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც 20-მა აქტივისტმა უნივერსიტეტის ცენტრალური შესასვლელი გადაკეტა. პოლიციას დაკავებულების ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

დღის ამბები