16 სექტემბერი 2024,   01:15
ვრცლად
სროლა აშშ-ს სკოლაში მსხვერპლით დასრულდა

სროლა ამერიკულ სკოლაში - ჯორჯიას შტატში, ქალაქ ვინდერში, აპალაჩის სკოლის ტერიტორიაზე მსროლელი შეიჭრა, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილები. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ბავშვები და სკოლის პერსონალი შენობიდან გამოიყვანეს - თვითმხილველების თქმით, მათ კლასებში ბარიკადების მოწყობა მოუწიათ, დერეფანში კი სროლისა და კივილის ხმა ისმოდა.

თავდამსხმელი დაკავებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარება. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სკოლის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ შენობასთან სულ მცირე 5 სასწრაფო დახმარების მანქანა და ერთი ვერტმფრენია მობილიზებული.

დღის ამბები