16 სექტემბერი 2024,   08:20
ვრცლად
საკვები, რომელსაც შეუძლია აუტიზმის განვითარების რისკი შეამციროს თუ მას ორსულობის დროს მიიღებთ - მეცნიერებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს

მეცნიერებმა დაადგინეს სპეციფიკური საკვები, რომელსაც შეუძლია შეამციროს აუტიზმის რისკი ბავშვებში, თუკი მას ორსულობის პერიოდში მიირთმევთ. ინფორმაციას dailymail ავრცელებს. 

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ორსულობის დროს თვეში ერთხელ მაინც თევზის მიღება, ბავშვებში აუტიზმის რისკებს 20 პროცენტით ამცირებს.

ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ თევზი შეიცავს ბუნებრივ "ომეგა-3-ს", ცხიმოვან მჟავებს და სხვა მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა იოდი, რკინა და თუთია, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ტვინის, მეტყველებისა და სმენის განვითარებისთვის.

მეცნიერებმა არ იციან რა იწვევს აუტიზმს, მაგრამ ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მედიკამენტების ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FDA) თქვა, რომ ასევე არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ ორსულობის დროს თევზის მოხმარება, ჯანმრთელობისთვის სხვა სარგებელსაც იძლევა.

ეს მოიცავს გულისა და ძვლების გაუმჯობესებას, ასევე ბავშვებში ჭარბი წონის რისკის შემცირებას.

თუმცა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 25 პროცენტი არ ჭამს თევზს ორსულობის დროს.

დღის ამბები