19 სექტემბერი 2024,   02:17
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში - დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხობის სოფელ ხეთაში, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტრო გადამცემ ბოძს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 25 წლამდე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.  უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი.მანქანაში სულ ოთხი პირი იჯდა, მათგან ორს დაზიანებები არ მიუღიათ, ხოლო ერთი დაშავებული მგზავრი სხვადასხვა სახის დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.  მომხდარზე გამოძიება სსკის 276 მუხლით დაიწყო.

დღის ამბები