16 სექტემბერი 2024,   10:48
ვრცლად
რუსეთის სამხედრო ძალებმა, ხარკოვზე რამდენიმე იერიში მიიტანეს - შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსეთის სამხედრო ძალებმა, ხარკოვზე რამდენიმე იერიში მიიტანეს. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. იერიშები იყო სუმის მიმართულებითაც, არიან დაშავებულები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დროებით შეტევა განხორციელდა მიკოლაევზე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა დრონის ჩამოგდება შეძლეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ზაპოროჟიეზე ოკუპანტებმა 330-ჯერ მიიტანეს იერიში. არიან დაშავებულები. გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ საჭიროა გამაცივებელი კოშკის დემონტაჟი, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა გასულ თვეში ხანძრის გამო.

დღის ამბები