16 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
დავით კოდუა: "100 წლის წინ ზუგდიდში დახვრეტილი პატრიოტების გმირობები თაობებს გადაეცემა"

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, 1924 წლის 6 სექტემბერს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარედ, აჯანყების მონაწილეთა დახვრეტას ეხმიანება და თავის ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

"ზუსტად 100 წლის წინ, 1924 წლის 6 სექტემბერს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარედ, აჯანყების მონაწილე 40 ადამიანი დახვრიტეს.

ეს გულანთებული პატრიოტები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე არ დაზოგეს. მათი გმირობები დღესაც ლეგენდებად დადის ჩვენს ქალაქში და თაობებს გადაეცემა.

დიდება მათ ხსოვნას - მადლობა, რომ ასე გიყვარდათ საქართველო!

 ჩვენი გმირების სახელები არ უნდა დაგვავიწყდეს:

ჭიჭიკო კირილეს ძე ჯიქია, 30 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი

ჭუჭუ დათას ძე ჩიქოვანი, 33 წლის, ტყაია-ბეჟაშღალის მკვიდრი

ბენედიქტე ორისტოს ძე დგებუაძე, სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი

რაჟდენ ოთოს ძე ყურაშვილი, 30 წლის, სოფელ ხიბულას მკვიდრი

სარდიონ ანდროს ძე გრიგოლია, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი

ღუღუნ ნიკოლოზის ძე ხვარძიკია, სოფელ შამგონას მკვიდრი

ძიკი ფილიპეს ძე თვალთვაძე, 46 წლის, წალენჯიხის მკვიდრი

თეოფინე ნიკოლოზის ძე ხვარძიკია, 23 წლის, სოფელ შამგონას მკვიდრი

ვასილ კოსტას ძე კალანდია, 59 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი

მაკარ დარასელია, 26 წლის

მიხეილ ბიჭოს ძე სიჭინავა, 66 წლის

ლეონტი ბებიტოს ძე რაფავა, 26 წლის

პროკოფი ალექსის ძე ანთია, 23 წლის

ალექსანდრე თეიმურაზის ძე მესხია, 27 წლის

ფილიპე ანდროს ძე გრიგოლია, 23 წლის

ვალოდია მიხეილის ძე ჩხოლარია, 34 წლის, სოფელ კოკის მკვიდრი

დოროთე საბას ძე ცხაკაია, 42 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი

ვარლამ როსტომის ძე სიჭინავა, 43 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი

ამროსი კუკას ძე სიჭინავა, 28 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი

რაჟდენი კოკის ძე დგებუაძე, 39 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი.

თადეოზ სტეფანეს ძე ვეკუა, 28 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი

კონდრატე მარკოზის ძე შამათავა, 35 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი

აკაკი თეიმურაზის ძე ფონია. 33 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი

თადეოზ სტეფანეს ძე მატუა. 40 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვირდი

თომა ბახვას ძე ხვიტია. 43 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი

აკაკი ბესარიონის ძე ანთელავა. 24 წლის, სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი

კონსტანტინე ბახვას ძე ჩხოლარია, 30 წლის, სოფელ კოკის მკვიდრი

ვარლამ ევგენის ძე გობეჩია, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი

ჯვებე ორზოლია, 50 წლის, სოფელ კოკის მკვიდრი

ბადუ იოსების ძე ქავთარაძე, 54 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი

ირაკლი შარუს ძე სიჭინავა, 37 წლის, ქალქქ ზუგდიდის მკვიდრი

კოზმან როსტომის ძე კოზუა, 31 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი

კირილე იოსების ძე მიშველიძე, 45 წლის, სოფელ ჯოღეჯიანის მკვიდრი

შალვა ალექსის ძე თოდუა, 22 წლის

არსენ მათეს ძე წურწუმია, 30 წლის,

გრიგოლ გუჯუს ძე კუკავა, 35 წლის, სოფელ დიდინეძის მკვიდრი,

ვარლამ კოსტას ძე მაქაცარია, 28 წლის, სოფ.დიდინეძის მკვიდრი,

მელიტონ ტატიევი, 38 წლის, სოფელ ცაიშის მკვიდრი,

სოლომონ კერანდუხის ძე ქუთელია, 50 წლის, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი,

ბექირბეი ეგნატეს ძე კუკავა, 41 წლის, სოფელ კახათის მკვიდრი.”-აღნიშნულია პოსტში.

დღის ამბები