16 სექტემბერი 2024,   22:57
ვრცლად
პედოფილიასა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირებისთვის ელექტრონული რეესტრის შექმნა იგეგმება - რას გულისხმობს ინიციატივა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, მოადგილესთან - ნათია სონღულაშვილთან ერთად, კრიმინოლოგებს და დარგის ექსპერტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივა გააცნო, რომელიც პედოფილიასა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირებისთვის ელექტრონული რეესტრისა და სახელმწიფო მონიტორინგის მექანიზმის შექმნას ისახავს მიზნად.

ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგსა და უფლებების ჩამორთმევას დაექვემდებარებიან ის მსჯავრდებულები, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოავლენს მცირეწლოვანი ბავშვების, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ სექსუალური გამოძალვასა და სქესობრივ დანაშაულებში, ასევე ის პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების კადრებს მოიპოვებენ და ავრცელებენ ანგარების მიზნით, ასევე ის მსჯავრდებულები, რომელთაც მსგავსი ტიპის რამდენიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი ან ამ დანაშაულს ჩადიან განმეორებით.

"აღნიშნული დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიება, როგორიც არის არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან 30 მეტრის რადიუსში მიახლოების, მგზავრთა გადაყვანის უფლების ჩამორთმევა, საექიმო და პედაგოგიური საქმიანობის, სოციალურ მუშაკად მუშაობის აკრძალვა და ა.შ.

რაც შეეხება სახელმწიფო მონიტორინგს, იგი მოიცავს გარკვეული პერიოდულობით მსჯავრდებული პირის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების ვალდებულებას, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართზე პირის შემოწმებას, მისგან ინფორმაციის მოთხოვნას და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებას", - განმარტავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. 

დღის ამბები