22 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
"ოქროს ლომის" მოლოდინში - 1996 წლის შემდეგ პირველად, ქართული კინო ვენეციაში დაბრუნდა

"ოქროს ლომის" მოლოდინში - 1996 წლის შემდეგ პირველად, ქართული კინო ვენეციაში დაბრუნდა. ბიენალეს მთავარი ჯილდოსთვის ქართველი რეჟისორი, დეა კულუმბეგაშვილი იბრძვის, ფილმით "აპრილი", რომელშიც მთავარ როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს. კინოსურათში ასევე მონაწილეობენ მერაბ ნინიძე და კახა კინწურაშვილი.

ქართველმა ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე უკვე ჩაიარეს ახლა კი ჟიურის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ფილმში პროვინციული ქალაქის საავადმყოფოში მომუშავე ექიმ-გინეკოლოგის ისტორიაა მოთხრობილი, რომლის ერთ-ერთი მორიგეობაც საბედისწერო გახდება. კინოსურათში ასახულია "ჰიპოკრატეს ფიცის" მიმართ ექიმის ერთგულება და მის წინაშე არსებული გამოწვევები, რომელიც აბორტის თემას ეხება.

ქართველებთან ერთად, ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე "ოქროს ლომისთვის" იბრძვიან მსოფლიოში ცნობილი ისეთი რეჟისორები, როგორებიც არიან პედრო ალმოდოვარი, ფილმით "ოთახი მეზობლად", ლუკა გვადანონი, ფილმით "ქვიარი" და ტოდ ფილიპსი ცნობილი "ჯოკერის" მეორე ნაწილით.

დღის ამბები