იმერეთში, 2024 წელს 176 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 2 745 პროექტი ხორციელდება. ამ მიმართულებით, სამუშაოები 12-ვე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.
სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, მალე ქალაქს მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე ექნება.
მიმდინარე წელს, ქალაქს 6 ახალი სივრცე დაემატა, ამ ეტაპზე, სამუშაოები დამატებით კიდევ 6 ადგილზე ხორციელდება. გარდა ამისა, პროექტები სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხითაც მიმდინარეობს. რეგიონში სხვადასხვა პროექტებზე, 3 000-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.