13 ოქტომბერი 2024,   02:56
ვრცლად
ტრაგედია ზუგდიდში - კორპუსის მე-8 სართულიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ზუგდიდში, საცხოვრებელი ბინის მერვე სართულიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. ის კლინიკაში გადაიყვანეს თუმცა, ექიმების ინფორმაციით, უკვე გარდაცვლილი იყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, კონკრეტულად კორპუსების გარე ფასადის მოპირკეთებაზე იყო დასაქმებული

დღის ამბები