06 ოქტომბერი 2024,   10:45
ვრცლად
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები. პროექტით გათვალისწინებული იყო შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციებისა და სველი წერტილების კეთილმოწყობა.

პროექტის განხორციელების შედეგად, აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღში ივლიან. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

დღის ამბები