13 ოქტომბერი 2024,   02:04
ვრცლად
"ქართული ოცნების" პრეს-სამსახური ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც მოძრაობა "თავისუფლების" ლიდერი ნიკო მანაგაძე "ქართული ოცნების" პლაკატებს ხევს და ანადგურებს

"ქართული ოცნების" პრეს-სამსახური ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ მოძრაობა "თავისუფლების" ლიდერი, ნიკო მანაგაძე, "ქართული ოცნების" პლაკატებს ხევს და ანადგურებს.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს არის საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულება და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების" მიმართ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით რა რეაქცია ექნება არასამთავრობო და სადამკვირვებლო ვიდეოკადრებზე, რომლითაც დასტურდება, რომ "ქართული ოცნების" სააგიტაციო მასალის განადგურებას პირადად აორგანიზებს NGO "თავისუფლების" ლიდერი ნიკო მანაგაძე," - აცხადებენ მმართველ პარტიაში.

დღის ამბები