13 ოქტომბერი 2024,   03:00
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდა

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდა. განხილვის თემა რუსთავში უკვე შესრულებული და დაგეგმილი პროექტები იყო.

პრეზენტაცია ახალგაზრდებს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატობის კანდიდატმა და პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა წარუდგინეს.

მოგვიანებით, რუსთაველმა ახალგაზრდებმა, პოლიტიკოსებთან ერთად, მხარდაჭერის გამოსახატად, ხელი მოაწერეს "ქართული ოცნების" ბანერს.

დღის ამბები