21 დეკემბერი 2024,   18:26
ვრცლად
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება 7 საათით შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

"თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 9 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების და ბარნოვის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 17:00 საათიდან 17:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, თინათინის, ტარიელის, ავთანდილის, პეტრიწის, პეტრე იბერის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ლიბანის, მოძვის, დავით სარაჯიშვილის, მორის ფოცხიშვილის, მიხაკო წერეთელის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, კრუპსკაიას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, რიონის და კუიბიშევის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები