22 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
აშშ-ში, სხვენში ნაპოვნი ნახატი 1.4 მილიონ დოლარად გაიყიდა

აშშ-ში, მეინის შტატში, სხვენში ნაპოვნი ნახატი აუქციონზე 1.4 მილიონ დოლარად გაიყიდა, ის რემბრანდტის ნახატი აღმოჩნდა. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

ჰოლანდიელი მხატვრის, რემბრანდტ ჰარმენს ვან რაინის მიერ მე-17 საუკუნეში შესრულებული ნახატი "ახალგაზრდა გოგონას პორტრეტი" მეინის შტატში, კამდენში, ხელოვნების შემფასებელმა და აუქციონერმა კაია ვეილმა სხვენში აღმოაჩინა, როდესაც მდიდარი ოჯახის ნივთებს აფასებდა.

ჩარჩოს უკანა მხარეს, ეტიკეტზე მითითებული იყო, რომ ნახატი 1970 წელს, ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმს გამოფენისთვის, არენდით გადაეცა.

ვეილის განმარტებით, სახლში არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი ინახებოდა, თუმცა რემბრანდტის ხელწერა მაშინვე იცნო.

ნახატის შეძენის სურვილი სულ ცხრა ადამიანმა გამოთქვა. საბოლოოდ, ის 1.4$ მილიონად გაიყიდა. ნახატის მფლობელის ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ის ევროპელია.

დღის ამბები