12 ოქტომბერი 2024,   02:02
ვრცლად
"გამოიკვეთა პრობლემური საკითხები, რეანიმაციული და გართულებული შემთხვევების არასაკმარისი დაფინანსება და თანმხლები დაავადებების ანაზღაურება" - ჯანდაცვის კომიტეტმა "დიარჯი" მოდელის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა

ჯანდაცვის კომიტეტმა "დიარჯი" მოდელის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა - რეკომენდაციების განხილვას დღეს კომიტეტის სხდომაზე მიხეილ სარჯველაძეც ესწრებოდა. დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოიკვეთა ისეთი პრობლემური საკითხები, როგორებიც არის რიგ შემთხვევებში, რეანიმაციული და გართულებული შემთხვევების არასაკმარისი დაფინანსება და თანმხლები დაავადებების ანაზღაურება.

კომიტეტზე ისაუბრეს დაფინანსების ახალი მოდელის დადებით მხარეებზეც. ითქვა, რომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები, რომლითაც ზოგიერთ კოდზე დაფინანსება გაიზარდა. საკომიტეტო განხილვისას ისაუბრეს რეკომენდაციებზეც.

"ჩვენ გვქონდა შეჯერებული პოზიცია რეანიმაციის დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით, რომელზეც რეკომენდაციებიც გაიცა, რომელთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული მოსაზრებების გაცვლა ამ საკითხებზე დისკუსიის პროცესში, ეს გრძელდება და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ალბათ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ მივალთ გადაწყვეტამდე.

რაც შეეხება კონკრეტულად მაღალი ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებით შესაძლო თანაგადახდების მეთოდს, ეს არ არის ერთადერთი მეთოდი, ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც შეიძლება ასევე როგორც მაგალითად დავასახელოთ როგორ შესაძლო გადაჭრის ფორმა.

ვფიქრობთ, რომ სექტორთან ერთად  ამ საკითხებთან დაკავშირებითაც მივალთ ყველაზე ოპტიმალურ და ყველაზე სწორ გადაწყვეტამდე", - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები