12 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში დრონების საფრთხის გამო ჩაირთო

უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაფიქსირდა 116 აფეთქება, დაშავდა 1 ადამიანი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 147 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

დრონებით მასიური თავდასხმა გრძელდება რუსეთის ტერიტორიაზეც. ინფორმაციას ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ავრცელებს. მისი თქმით, საჰაერო თავდასხმის განგაში 9 სხვადასხვა ოლქში გააქტიურდა.

მოსკოვის მერის განცხადებით კი, ოლქის თავზე დედაქალაქისკენ მიმავალი 14 დრონი ჩამოაგდეს.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, შვედეთი უკრაინას 443 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.


დღის ამბები