ალბანეთთან საქართველოს ნაკრების გამარჯვებას თბილისში გვიანობამდე ზეიმობდნენ. მათთვის, ვინც ალბანეთში ჩასვლა და უშუალოდ მატჩზე დასწრება ვერ მოახერხა, საჯარო ჩვენება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე გაიმართა.
გამარჯვების შემდეგ, გულშემატკივარმა დედაქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა. ეროვნული ნაკრების ქომაგები მიღწეულ შედეგს ქვეყნის საერთო გამარჯვებად მიიჩნევენ.
ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - "ჯვაროსნებმა" მეტოქეს ანგარიშით 0:1 სძლიეს. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
ამ გამარჯვებით, საქართველო ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მას, საერთო ჯამში, 6 ქულა აქვს.