30 დეკემბერი 2024,   21:03
ვრცლად
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართება - ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან

დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელისა და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება.

შეჯიბრში, რომელიც 4 წონით კატეგორიაში ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებენ ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრები. ტურნირს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გამარჯვებულებს პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები დააჯილდოებენ. ტურნირის დასრულების შემდეგ, გაიმართება "ღამის შოუს ბენდის" და "რეზო და ბავშვების" კონცერტი. საღამო ფოიერვერკით დასრულდება.

 

დღის ამბები