შიდა ქართლში ტურნირი ქართულ ჭიდაობაში კონცერტით დასრულდა. მსმენელის წინაშე "ღამის შოუს ბენდი“ და „რეზო და ბავშვები“ წარსდგნენ.
სოფელ ძლევიჯვარში მანამდე შოთა ხაბარელისა და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის შეჯიბრი გაიმართა.
ტურნირს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები დაესწრნენ.