06 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
აშშ-მა უკრაინას 700 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გამოუყო

უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენება და ფრონტზე არსებული ვითარება განიხილეს კიევში შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის საგარეო უწყების პირველმა პირებმა.

ამ ვიზიტის დროს ცნობილი გახდა ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის 700 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ახალი დახმარების შესახებ, რომელიც ჰუმანიტარული და სხვა სახის საჭიროებებისთვის არის განკუთვნილი.

უკრაინას მხარდაჭერა დაუდასტურა ლონდონმაც - ითქვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ყოველწლიურად 3 მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარებას გაუწევს.

გარდა ამისა, "გარდიანი" იტყობინება, რომ გაერთიანებული სამეფო მზადაა დათანხმდეს უკრაინის მოთხოვნას რუსეთის ობიექტებზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი "სტორმ შადოუ"-ს ტიპის რაკეტები გამოიყენოს.

რაც შეეხება უშუალოდ ფრონტზე ამჟამად არსებულ ვითარებას, ბოლო მონაცემებით, ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში წინ წაიწიეს და სოფელი ლისივკა დაიკავეს; საჰაერო განგაში იყო ჩართული ღამით რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში დრონებითა და რაკეტებით შეტევის საფრთხის გამო; რუსულმა ძალებმა ხერსონი, ხმელენცკი და სუმის ოლქები დაბომბეს. არიან დაშვებულები.

დღის ამბები