14 ოქტომბერი 2024,   18:14
ვრცლად
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" წინასაარჩევნო შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მართავს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არსრევანის, კოდაკლარის, ხარებას, ახალშენის, ბეშთაშენის, კოხტას, ჩოლიანის, თეჯისისა და სამადლოს მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წალკელების დღევანდელი განწყობა აძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ერთად გაიმარჯვებენ და ქვეყნის განვითარებას მშვიდობით განაგრძობენ.

"წალკა გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ბუნებითა და მოსახლეობით, რაც ამ კუთხის განსაკუთრებულობის მთავარი ნიშაა. ბოლო წლებში აქ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება ადგილობრივების ინტერესების დაცვა", - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ქვემო ქართლის გუბერნატორი - გიორგი დოხტურიშვილი, წალკის მუნიციპალიტეტის მერი- ილია საბაძე და საკრებულოს თავმჯდომარე - ირაკლი გიგინეიშვილი.

დღის ამბები